logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა
- +

23 სექტემბერი. 2022. 15:41

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა. 4 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 3 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

 

საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი ასევე შეეხო 5 მსჯავრდებულს, რომელთა მოქმედი სასჯელები პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან არ იყო დაკავშირებული, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner