ქალაქ ოზურგეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის ეზო და მე-3 საჯარო სკოლის ტერიტორია; ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ნაკაშიძის ქუჩაზე წაიქცა ხე, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
„სამუშაოებში ჩართულია ოზურგეთის მერიის მომსახურების ცენტრი, მუნიციპალური ინსპექცია და ტექნიკა, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები. ადგილზე ოზურგეთის მერის მოადგილეები - გიორგი ღურჯუმელიძე და ნიკა ბოლქვაძე, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად იმყოფებიან.
უამინდობით შექმნილი პრობლემები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღის ბოლომდე აღმოიფხვრება“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.