logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: კარგია რომ სუსი ფხიზლადაა, თუმცა ამ ერთი პროვოკაციით არ შემოიფარგლებიან ნაცები!
- +

23 აგვისტო. 2016. 21:57



დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის რაიონში სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში აღმოჩენილი იარაღის სამალავების შესახებ დაწყებულ გამოძიებას იხსენებს და შედეგებით ინეტერესდება.


როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, წინასაარჩევნოდ ვითარება დღითი-დღე დაიძაბება, ამიტომ სუს-ს გაათმაგებული ყურადღება მართებს.



„ამ ეპიზოდმა სხვა გამახსენა: რა ბედი ეწვია სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალვების შესახებ დაყებულ გამოძიებას? ამას დღევანდელ საქმის ფონზე დიდი მნიშვნელობა აქვს! .... კარგია რომ სუსი ფხიზლადაა, თუმცა ამ ერთი პროვოკაციით არ შემოიფარგლებიან არჩევნებში გამარჯვების იმედგარეშე დარჩენილი ნაცები..."- წერს ზურაბიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner