logo_geo
eng_logo
The New York Times: პუტინმა გენერლებს ხერსონიდან უკან დახევა აუკრძალა
- +

24 სექტემბერი. 2022. 12:29

 

გამოცემა The New York Times-ის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პირადად იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და გენერლების თხოვნა, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან უკან დახევის შესახებ, არ დააკმაყოფილა.

 

როგორც NYT-ს თეთრ სახლში საკუთარმა წყაროებმა განუცხადეს, რუსმა გენერლებმა პუტინს, პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის შენახვის მიზნით, ხერსონის დატოვება და მდინარე დნეპრის გადაღმა ორგანიზებული თავდაცვის ორგანიზება შესთავაზეს.

თუმცა ასეთი უკან დახევა ომში პუტინის მარცხის კიდევ ერთი სამარცხვინო საჯარო აღიარება იქნებოდა და უკრაინას ერთი თვის განმავლობაში მეორე დიდ გამარჯვებას მოუტანდა. ხერსონი ომის დაწყების შემდეგ რუსების მიერ დაკავებული პირველი მსხვილი ქალაქი იყო და ამ დროისთვის მოსკოვის კონტროლის ქვეშ მყოფ ერთადერთ საოლქო ცენტრად რჩება“, - წერს გამოცემა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner