logo_geo
eng_logo
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
- +

24 სექტემბერი. 2022. 14:22

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოების მოტყუებას ისახავს მიზნად.

კერძოდ, 23 სექტემბერს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ თამთა მიქანაძე წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. განვმარტავთ, რომ ეს ინფორმაცია, სიუჟეტში ასახულ სხვა დეზინფორმაციასთან ერთად, არის ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს. ასეთ პიროვნებას არასოდეს არ უმუშავია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. სამწუხაროა, რომ სიუჟეტის ავტორმა არ ისურვა საკითხის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადამოწმება.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ცრუ ფაქტებზე დამყარებული სიუჟეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გრძელდება სასამართლოს წინააღმდეგ აშკარა ტყუილებზე აგებული კამპანია. დაუსაბუთებელი ბრალდებები და განზრახ დამახინჯებული ფაქტები ხელს უწყობს სასამართლო სისტემის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner