ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მივმართავ სპორტულ ჟურნალისტებსა და კომენტატორებს - ნუ ამკვიდრებთ სეივს, კიპერს, ვინგერს, ვიდეორეფერსა და ასე შემდეგ.
არაა საჭირო. ყველა მათგანს ქართული შესატყვისი აქვს - მოგერიება, მეკარე, გარემარბი, ვიდეომსაჯი.
ენის დამახინჯება თქვენს სამეტყველო ლექსიკას არ ამდიდრებს, პირიქით, დიდ გაღიზიანებასაც კი იწვევს, რომ არაფერი ვთქვათ მშობლიური ენის ჩაწიხლვაზე“, - წერს გოგა ჩანადირი.