logo_geo
eng_logo
რუსთავში რუსთავქალაქობა 2022-ის აღსანიშნავად ემზადებიან
- +

24 სექტემბერი. 2022. 19:19

 

 

რუსთავში რუსთავქალაქობის აღსანიშნავად ემზადებიან. 25 სექტემბერს,20:00 საათზე, ქალაქის მთავარ გამზირზე, კლასიკური ქართული მუსიკის კონცერტი ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, დღესასწაულის მთავარი სტუმარი კი ქართული ესტრადის ცოცხალი ლეგენდა - ნანი ბრეგვაძე იქნება, რომელიც რუსთავში კონცერტს პირველად გამართავს.

 

კოვიდპანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ რუსთავქალაქობა წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება.

 

„25 სექტემბერს გავერთიანდებით ყველა თაობის წარმომადგენელი და ქალაქში ვუმასპინძლებთ ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძეს. საღამოს რვა საათზე ყველას ველოდებით კოსტავას გამზირზე, მე დარწმუნებული ვარ დაუვიწყარი საღამო გველის წინ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

 

რუსთავქალაქობა 2022-ს, რუსთაველებს, ქართული ესტრადის სამი თაობა_ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე ნატალია ქუთათელაძე, თეატრალურის კვარტეტი და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით მიულოცავენ. საზეიმო ღონისძიებას კი ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება. რუსთავქალაქობა ტრადიციულად ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner