logo_geo
eng_logo
ზელენსკი: შოკში ვარ, არ მესმის, რატომ არ მოგვცა ისრაელმა საჰაერო თავდაცვა
- +

24 სექტემბერი. 2022. 19:35

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გაკვირვებულია, თუ რატომ არ გადასცა ისრაელმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები.

 

მისივე თქმით, რუსეთიდან განხორციელებული ზარები ისრაელზე გავლენას ახდენს.

 

„არ ვიცი რა დაემართა ისრაელს, შოკში ვარ, არ მესმის, რატომ ვერ მოგვცეს საჰაერო თავდაცვა. მესმის, მათ აქვთ რთული ვითარება სირიასთან, მაგრამ დავურეკე ისრაელის ორ ლიდერს, ორ პრემიერ-მინისტრს და ვთხოვე საჰაერო თავდაცვა, მათ მითხრეს, რომ ისინი ამჟამად თავიანთი მიწის დაცვას ცდილობენ.

 

ჩემი საუბრები ისრაელის ხელმძღვანელობასთან არანაირად არ დაეხმარა უკრაინას. რუსული საუბრები ისრაელის ხელმძღვანელობასთან, დარწმუნებული ვარ, სრულ გავლენას ახდენს მათ ქმედებებზე. მე კი ისრაელს ვთვლი დიდ სახელმწიფოდ, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღების დროს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner