logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ხანდახან სტადიონზე მაინც შეიარეთ, ნახეთ რა გარემოა იქ ძველებს და ახლებს შორის
- +

24 სექტემბერი. 2022. 21:09

 

 

„ხანდახან სტადიონზე მაინც შეიარეთ, ნახეთ რა გარემოა იქ ძველებს და ახლებს შორის, მხოლოდ კალაძეზე არაა საუბარი. კახის ტიტულები ჯერ კვარას მოსაპოვებელი აქვს. ღმერთმა ათჯერ მეტისთვის მიაღწევინოს“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ირაკლი ოქრუაშვილის პოსტს სოციალურ ქსელში.

 

„ნეხვის კასრები.

 

ისეთი „დაბოღმილია" კახი, ლამის, ყოველი თამაშის მერე ურეკავს.

 

დაბოღმილები და მოწამლულები თქვენ ხართ, სკდებით სიძულვილით. ამ პოსტის შემდეგ დავდებ ვიდეოს და თქვენ ხართ დაბოღმილები თუ კალაძე ან სხვა ძველი ფეხბურთელები, ნახავთ.

 

ხანდახან სტადიონზე მაინც შეიარეთ, ნახეთ რა გარემოა იქ ძველებს და ახლებს შორის, მხოლოდ კალაძეზე არაა საუბარი. კახის ტიტულები ჯერ კვარას მოსაპოვებელი აქვს. ღმერთმა ათჯერ მეტისთვის მიაღწევინოს.

 

ყველა ძველი ფეხბურთელი ნაკრების, ახალგაზრდა ვარსკვლავების წარმატებებს, საკუთარ წარმატებად მიიჩნევენ.

 

არაფერი გეშველებათ...

 

ვერ მოვიცალე ამ დივერსანტის დანაშაულების ჩამოსაწერად“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner