რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი დიმიტრი ბულგაკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ბულგაკოვს „ბრალად“ უკრაინაში რუსი სამხედროების ლოგისტიკური ოპერაციების მართვაში ჩავარდა ედებოდა. მას გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი ჩაანაცვლებს, რომელიც უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე რუსულ ალყას ხელმძღვანელობდა.
გენერალი ბულგაკოვი რუსეთის სამხედრო ლოგისტიკურ ოპერაციებს 2008 წლიდან მართავდა და რუსული ჯარების მომარაგებაზე 2015 წელს სირიაში მათი შესვლის შემდეგ იყო პასუხისმგებელი.
იგი ბოლო თვეების განმავლობაში მოსკოვში კუთხეში მოექცა და მას ბევრი ქაოსური ლოგისტიკური ოპერაციების განხორციელებაში ადანაშაულებდა, რომლებმაც რუსეთის წინსვლა შეაჩერეს და ოკუპანტი ჯარის არასაკმარისად მომარაგება გამოიწვიეს. .
გენერალი მიზინცევი, რომელსაც ბევრი უკრაინელი „მარიუპოლის ჯალათს“ უწოდებს, რუსულ ძალებს სირიაშიც ხელმძღვანელობდა, სადაც არაერთი სისასტიკე ჩაიდინა.