ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა „სამობილიზაციო სწავლების გასაუმჯობესებლად“ სამუშაო ჯგუფი შექმნა.
სამუშაო ჯგუფი აპირებს, რომ აფხაზეთში შესაძლო მობილიზაციის „წინასწარი შეფასება და რეკომენდაციები შეიმუშაოს“.
ჯგუფის ხელმძღვანელად აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერი სერგეი პუსტოვალოვი დაინიშნა.
„ჯგუფის მუშაობის მიზანია ჯარის მატერიალური, ტექნიკური, ფინანსური და სამედიცინო მხარდაჭერის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება, სამედიცინო კომისიების ორგანიზება, აფხაზეთის შეიარაღებული ძალების რეზერვთან სათანადო ურთიერთქმედება, სხვა გადაუდებელი საკითხების მოგვარება“, - აღნიშნულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.