არასამთავრობო ორგანიზაციის „მემკვიდრეობა და სამართალი" დამფუძნებელი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
„ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს?! სად ხართ პოეტები, მხატვრები, მწერლები და უბრალოდ, ქართველები?! იქ სადაც ხელოვნების ნიმუშები, საქართველოს ისტორია უნდა იყოს გამოფენილი, რატომ აწყობენ ინსტალაციას სახელწოდებით „მსხვერპლშეწირვის დრამა" ?! ეროვნული გალერეის ფასადზე რას ნიშნავს ასეთი სარეკლამო დაფის გამოფენა?! ამ ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართული, რომ არის, ეს დაივიწყეს და ახლა უნდათ ჩვენც დაგვავიწყონ თუ რა ჯანდაბა ხდება?! პირველი სამი ფოტო რამდენიმე წუთის წინ გადავიღე - ასე გამოიყურება ახლა რუსთაველის გამზირზე, დიმიტრი შევარდნაძის გალერეა. შიგნით არ შევსულვარ. გამოფენის ფოტობი ინტერნეტიდან გადმოვწერე. და კიდევ, ეროვნული მუზუემიდან ჩემს ორ განცხადებაზე პასუხი წამოვიღე, ერთობ „შთამბეჭდავი". უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებ.
ბოლოთქმა - თუ ამ ტექსტს და ფოტოებს რომელიმე საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენელი წაიღებთ და თქვენს გვერდზე დადებთ, გთხოვთ, სტატუსად მიუთითოთ შემდეგი: ნინო მიქიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „მემკვიდრეობა და სამართალი" დამფუძნებელი."- წერს მიქიაშვილი.