logo_geo
eng_logo
ქარიშხლის გამო, NASA-მ რაკეტის მთვარეზე გაშვება მესამედ გადადო
- +

25 სექტემბერი. 2022. 10:17

 

 

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) რაკეტა Artemis I-ის მთვარეზე გაშვება მესამედ გადადო. მიზეზი ქარიშხალია, - ამის შესახებ BBC წერს.

 

BBC-ის ცნობით, თუ მისია კიდევ ჩაიშლება და რაკეტა კოსმოსში 5 ოქტომბრამდე ვერ გაიგზავნება, ამის შემდეგი შესაძლებლობა 17-31 ოქტომბერს იქნება.

 

რაკეტის გაშვება ფლორიდიდან, კენედის კოსმოსური ცენტრიდან, 27 სექტემბერს იგეგმებოდა.

 

ამ დრომდე, რაკეტის გაშვება ორჯერ ჩაიშალა - პირველად, აგვისტოში, როდესაც რაკეტის 4 ძრავიდან ერთ-ერთი საკმარისად ვერ გაცივდა, ხოლო მეორედ სექტემბრის დასაწყისში - ამ შემთხვევაში, მიზეზი საწვავის გაჟონვა გახდა.

 

სწორედ ამ გიგანტური რაკეტით იგეგმება პროექტ Artemis-ის განხორციელება, რომლის მიზანიც მთვარეზე ადამიანების გაგზავნაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner