ჯაზის ამერიკელი ლეგენდა, tტენორ-საქსოფონისტი ფეროუ სანდერსი, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.
„სანდერსი ჯაზში იყო წამყვანი ფიგურა, რომლის შემოქმედებაზეც დიდი გავლენა ჰქონდა აზიურ და აფრიკულ ტრადიციებს“, - წერს BBC.
1940 წელს, არკანზასში დაბადებულმა სანდერსმა საქსოფონისტის კარიერა კალიფორნიში დაიწყო, 1960-იანი წლების დასაწყისში კი ნიუ-იორკში გადავიდა. მისი სადებიუტო ალბომი Pharoah's First 1965 წელს გამოვიდა.