logo_geo
eng_logo
რუსეთში, მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
- +

25 სექტემბერი. 2022. 11:07

 

 

რუსეთის 32 ქალაქში, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე, შაბათს, 724 ადამიანი დააკავეს, - წერს BBC OVD-Info-ზე დაყრდნობით.

 

„ჩვენ არ ვართ საზარბაზნე ხორცი“, - უთხრა მოსკოვში გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ საინფორმაციო სააგენტო AFP-ს.

 

„არ მინდა, პუტინისთვის ომში წავიდე“, - თქვა კიდევ ერთმა კაცმა სანქტ-პეტერბურგში გამართულ აქციაზე.

 

სამოცდაათი წლის ნატალია დუბოვა ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ომის წინააღმდეგია და შიშობს, ახალგაზრდების ფრონტზე წასვლის ბრძანება არ მიუვიდეთ.

 

21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ „ბირთვული შანტაჟის“ გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner