ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150 ოჯახს სასურსათო პაკეტები გადასცემენ. ჰუმანიტარული დახმარება სტიქიით დაზარალებულ რამდენიმე ოჯახს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებთან ერთად პირადად გადასცეს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სასურსათო პაკეტები ეტაპობრივად დაურიგდებათ.