logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი თეიმურაზ კუპატაძეზე: ვისაც მისი დაწინაურება გეწყინათ, ძმარი დალიეთ, ცივი წყალი არ მემეტება!
- +

25 სექტემბერი. 2022. 14:55

 

 

„ამ მაგარ კაცს, თეიმურაზ კუპატაძეს (მას მერე მუდამ რომ მესიმპატიურებოდა) გიორგი გახარიამ მელიასთან დაპირისპირება არ აპატია, კრიმინალური პოლიციის უფროსობიდან გაუშვა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ სახელოვანი „კრიზის-მენეჯერი“ „ნაცებთან“ იყო გარიგებული და „ოცნების“ გუნდში ფორმალურად თამაშობდა“, -  ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ეს კაცი გახსოვთ?

 

ეპიზოდი პირველი:

 

თელავში საპრეზიდენტო ინაუგურაცია რომ იმართებოდა, ე.წ. ოპოზიცია ველისციხის გადასახვევთან გაიჭედა, ვეღარც წინ მიდიოდა, ვეღარც უკან. ,,დასტოინი'' დავით კირკიტაძე სწორედ მაშინ მისწვდა გაჩაჩხულ მდგომარეობაში ავტობუსის ბოლო ფანჯარას და პოლიციელებს დაუწყო ცემა. კირკიტაძე იქ წაიყვანეს, სადაც ასეთი თავხედები მიჰყავთ ხოლმე და მერე ჯღნავიან. ეგრე იჯღნავლა მაგანაც, რამდენიმე თვის განმავლობაში ამტკიცა, არ ვარ მე ის კაცი, გამიშვითო.

 

ეპიზოდი მეორე:

 

მაშინ ნიკანორ მელიამ წარმოიდგინა, რომ ჩაგრულ ხალხთა ბელადი იყო და შეეცადა, პოლიციის კორდონი გაერღვია.

 

არ გამოუვიდა, წინ ეს კაცი გადაეღობა, ფოტოზე რომ ხედავთ. სიტუაცია დაიძაბა. ვიფიქრე, ნიკანორი ალიყურს მიიღებს-მეთქი, მაგრამ გადარჩა და გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ „დაზადნა“. ეგეც გემახსოვრებათ, მაშინ მელია დასიცხული კამეჩივით ზმუოდა.

 

ეპიზოდი მესამე:

 

ამ მაგარ კაცს, თეიმურაზ კუპატაძეს (მას მერე მუდამ რომ მესიმპატიურებოდა) გიორგი გახარიამ მელიასთან დაპირისპირება არ აპატია, კრიმინალური პოლიციის უფროსობიდან გაუშვა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ სახელოვანი „კრიზის-მენეჯერი“ „ნაცებთან“ იყო გარიგებული და „ოცნების“ გუნდში ფორმალურად თამაშობდა.

 

წარმოგიდგენიათ? კუპატაძე დაისაჯა მელიას შეჩერებისა და აქციის მშვიდობიანად დასრულების გამო. ეს გააკეთა გიორგი გახარიამ!

 

ეპიზოდი მეოთხე:

 

ჰოდა, ახლა, როგორც იქნა, სამართალმა პური ჭამა - ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, „ნაცებს“ ერთი ადგილი აეწვათ და დაიწყეს კიდევაც თავიანთებური ჯღნავილი - ისაო, ესაო, ეგ ტიპი აქციებს არბევდაო.

 

ჰა, ჰა, ჰა!

 

„ნაცები“ იძახიან, კუპატაძე აქციებს არბევდაო!

 

დასკვნა:

 

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, წარმატებები თეიმურაზ კუპატაძეს!

 

ვისაც მისი დაწინაურება გეწყინათ, ძმარი დალიეთ, ცივი წყალი არ მემეტება!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner