logo_geo
eng_logo
Credit Suisse-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე რეკორდულად დაეცა
- +

25 სექტემბერი. 2022. 20:04

 

 

გახმაურებული საერთაშორისო სკანდალების, სასამართლო დავებისა და წარუმატებელი კვარტალური შედეგების ფონზე, უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულად მცირდება.

 

საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში Credit Suisse-ის აქციების ღირებულება თითქმის 7%-ით დაეცა და ამჟამად, ერთი აქციის სავაჭრო ფასი 4.3 შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

 

ერთწლიან ჭრილში ბანკის საბაზრო ღირებულება 52%-ითაა შემცირებული, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების განთავსებიდან დღემდე კი ვარდნის მაჩვენებელი 80%-ს აღწევს. ამჟამად Credit Suisse-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 11.5 მილიარდ ფრანკს შეადგენს, რაც აგრეთვე ისტორიული მინიმუმია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner