გახმაურებული საერთაშორისო სკანდალების, სასამართლო დავებისა და წარუმატებელი კვარტალური შედეგების ფონზე, უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულად მცირდება.
საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში Credit Suisse-ის აქციების ღირებულება თითქმის 7%-ით დაეცა და ამჟამად, ერთი აქციის სავაჭრო ფასი 4.3 შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
ერთწლიან ჭრილში ბანკის საბაზრო ღირებულება 52%-ითაა შემცირებული, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების განთავსებიდან დღემდე კი ვარდნის მაჩვენებელი 80%-ს აღწევს. ამჟამად Credit Suisse-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 11.5 მილიარდ ფრანკს შეადგენს, რაც აგრეთვე ისტორიული მინიმუმია.