logo_geo
eng_logo
პროექტის „თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება
- +

25 სექტემბერი. 2022. 21:11

 

 

26 სექტემბერს, 14:00 საათზე ,,რედისონ ბლუ ივერია თბილისში” თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი - ,,თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“  შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება.

 

ღონისძიების მიზანია, თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დაინტერესებული მხარეებისთვის წარდგენა, უკუკავშირის მიღება და შემდგომი ნაბიჯების განხილვა.

 

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მუნიციპალური პროექტების მხარდაჭერის ფონდის მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ტექნიკური თანამშრომლობის ფონდების პროგრამის ფარგლებში.

 

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შპს „თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი დავით ფაჩულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner