logo_geo
eng_logo
უკრაინის გენერალური შტაბი: რუსეთი ახალწვეულებს უკრაინაში მომზადების გარეშე გზავნის
- +

25 სექტემბერი. 2022. 21:33

 

 

რუსი ოკუპანტები ახალწვეულებს სამხედრო მომზადების გარეშე გზავნიან უკრაინაში. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება.

 

„რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობა ახალწვეულებს მობილიზებაზე მომზადების გარეშე გზავნის, იმისთვის რომ დანაყოფები შეავსონ“, - აცხადებენ უკრაინულ ძალებში.

 

გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვნად აისახება მტრის სამხედრო მოსამსახურეების მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

 

21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ გეგმავენ 300 000 ადამიანის მობილიზებას. სწორედ აღნიშნული განცხადებების შემდეგ რუსებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს. მედია წერს, რომ უახლოეს მომავალში პუტინი კაცებს ქვეყნის დატოვებას აუკრძალავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner