უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. რეფერენდუმის გამართვის შემდეგ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება.
„რუსეთის მთავრობას შეუძლია ოფიციალურად გამოაცხადოს, რომ „რეფერენდუმი“ დასრულდა. ეს შეუძლებელს გახდის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან რაიმე დიპლომატიური მოლაპარაკების გაგრძელებას და მან ეს კარგად იცის. ამაზე საჯაროდ ვისაუბრე.
ვფიქრობ, ეს არის ძალიან საშიში სიგნალი პრეზიდენტ პუტინისგან, რომელიც გვეუბნება, რომ პუტინი არ აპირებს ამ ომის დასრულებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ოკუპანტები აიძულებენ ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, რომ ე.წ. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ელექტროენერგიას ურთავენ და ნორმალური ყოფის საშუალებას არ აძლევენ.