logo_geo
eng_logo
ნანუკა ჟორჟოლიანი ლევან ხაბეიშვილს: ხაბე, რამ დაგაკარგვინა ასე სახე, ხალხს რომ გამათბობელზე აბამ?
- +

26 სექტემბერი. 2022. 10:38

 

 

„ბოლოს რა გამოიძია შენმა ახალმა სამსახურმა, ხაბე, და საიდან ფინანსდება ეგ საგამოძიებო?“ - ასე მიმართავს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, საკუთარი Facebook-სტატუსის კომენტარებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც ნინო ჯობავას ვარკეთილში, ნაქირავებ ბინაში 31-ე ქარხნის გამათბობელზე დაბმით ემუქრება.

 

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ნებისმიერ ადამიანს უპასუხებს, რომელიც მას ტალახს ესვრის და განმარტავს, რომ გამათბობელზე დაბმაც არ არის პირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამი. ჟორჟოლიანი მას მოუწოდებს, კიდევ ერთხელ, კითხვაზე პასუხის გაცემისკენ, თუ საიდან ფინანსდება.

 

იქამდე, ნინო ჯობავამ ხაბეიშვილს „კეზერაშვილის კასირი“ უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner