logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდა
- +

26 სექტემბერი. 2022. 16:45

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდა. პროცესები საინტერესოდ ვითარდება. როგორც პირად საუბრებში ამბობენ, პარტიაში დიდი გაურკვევლობა და უნდობლობაა, არავინ არავის ენდობა და ყველა ცდილობს საბანი თავისკენ მოქაჩოს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებას.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას არ ჰყავს გუნდი, რომელიც მის ბრძოლას შედეგობრივს გახდის.

 

„ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია, მაგრამ მხოლოდ ფურცელზე, მას არ ჰყავს გუნდი/საყრდენი, რომელიც მის ბრძოლას შედეგობრივს გახდის. მერაბიშვილი საჯაროდ არ ჩნდება, მაგრამ პარტიაში საკუთარი ინტერესების გატარებას აქტიურად ცდილობს. კეზერაშვილს კი „ნაციონალური მოძრაობის“ კულისებიდან მართვის ამბიცია გაუჩნდა. მისი თოჯინა ხაბეიშვილია, რომელიც დუმილს ინარჩუნებს და სიტუაციას აკვირდება, ის მზად არის, ნებისმიერ დროს ჩაერთოს პროცესებში და მართვის სადავეები ხელში აიღოს (რა თქმა უნდა, კეზერაშვილის დახმარებით).

 

კეზერაშვილს რომ ფული კანონიერი გზით არ უშოვია, ეს ფაქტია. მისი სახელი არაერთ საქმეში ფიგურირებს. მათ შორის ე.წ. ქოლცენტრების და იარაღით ვაჭრობის საქმეებში, მის შესახებ არა მხოლოდ ქართული არამედ უცხოური სამართალდამცავი სტრუქტურები საუბრობენ. მაშინ, როცა კეზერაშვილთან პირდაპირ კავშირს ყველა უარყოფს, ჰელენ ხოშტარია კეზერაშვილთან პარტნიორობით ამაყობს, უცნაურია ხოშტარიას ლოგიკა, მას დისკომფორტს არც რუსული და არც ქვეყნის ძარცვის შედეგად ნაშოვნი ფული უქმნის. როგორც ვანომ თქვა, ფულს სუნი არ აქვს (პირველად ვესპასიანუს ავგუსტუსმა თქვა). ხოშტარია აღნიშნულ თეზას აქტიურად იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner