logo_geo
eng_logo
უნგრეთის პრემიერი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა საპირისპირო შედეგი გამოიღო - ველოდებით პასუხს ბრიუსელისგან
- +

26 სექტემბერი. 2022. 19:18

 

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი უნდა მოემზადოს მეზობელ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის.

 

ვიქტორ ორბანის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ევროპის ეკონომიკას დარტყმას აყენებს.

 

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანქციების შედეგად, ევროპელი ხალხი გაღარიბდა, რუსეთი კი მუხლებზე არ დაეცა. ამ იარაღმა [სანქციებმა] საპირისპირო შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

„ჩვენ ველოდებით პასუხს, მთელი ევროპა ელოდება პასუხს ბრიუსელისგან, რამდენ ხანს გავაგრძელებთ ამას“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner