საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგი უნდა აღდგეს.
„მოლაპარაკებები უნდა განახლდეს“, - განაცხადა მაკრონმა პარიზში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის წინ.
13 სექტემბერს, ემანუელ მაკრონი ცეცხლის შეწყვეტისა და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მოწოდებით გამოვიდა.
19 სექტემბერს, სომხეთის უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.