logo_geo
eng_logo
ანდრიუს კუბილიუსი: ჯილდოს გადაცემა არის ის ყველაზე მცირე, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინელი ხალხისთვის
- +

26 სექტემბერი. 2022. 23:19

 

 

ჩვენ წარვადგინეთ სახაროვის პრემიაზე მამაცი უკრაინელი ხალხი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად. მოხარულები ვართ, რომ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც ანალოგიური წინადადებები ჰქონდათ და შეჯერებული კანდიდატურა წარვადგინეთ თავისუფლებისთვის მებრძოლთა პრემიაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

 

„ეს არის ნომინაცია უკრაინელების ბრძოლაზე მტრის წინააღმდეგ. უკრაინელები იბრძვიან ადამიანის უფლებებისთვის, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ეს ბრძოლა დაფასებას საჭიროებს და ჯილდოს გადაცემა არის ის ყველაზე მცირე, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინელი ხალხისთვის. ეს ბრძოლა ქმნის არამარტო უკრაინის, არამედ ევროპის ისტორიას. მამაცი უკრაინელი ხალხი - ამ ფორმულირებაში ვაერთიანებთ უკრაინელ ჯარისკაცებს, ექიმებს, მასწავლებლებს და რიგით ადამიანებს, რომლებისთვისაც თავისუფლებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. უკრაინელ ხალხთან ერთად ქვეყნის ხელისუფლებას,რომლის სათავეშიცაა პრეზიდენტი ზელენსკი. თუ არ იქნებოდა ზელენსკი, რომელმაც გამოავლინა ასეთი მიზანდასახულობა, სიძლიერე და სიმამაცე, არ ვიცით როგორ წარიმართებოდა საბრძოლო მოქმედებები. ასევე, მამაცი უკრაინელი ხალხის გარეშე პრეზიდენტი მარტო ვერ შეძლებდა დაეცვა ქვეყანა. ეს არის მიზეზი ჩვენი წინადადების, რომლის თანახმადაც სახაროვის პრემიაზე წარვადგინეთ უკრაინელი ხალხი ზელენსკის მეთაურობით“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner