logo_geo
eng_logo
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სოფელ რუხში მდუმარე აქცია გაიმართა
- +

26 სექტემბერი. 2022. 23:59

 

 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ერთად გაიხსენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მდუმარე აქციას, რომელსაც სანთლებით „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები” ეწერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მის მოადგილესთან და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.

 

მამუკა წოწერიას განცხადებით, აფხაზი დებისა და ძმებისთვის, შეკრებილების მთავარი გზავნილი, ერთად მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებაა.

 

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ დღიდან 29 წელი გავიდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner