logo_geo
eng_logo
ანდრიუს კუბილიუსი: ეს არ არის დასასრულის დასაწყისი, ეს არის პუტინის დასასრული
- +

27 სექტემბერი. 2022. 00:13

 

 

სიტუაციის ობიექტური აღქმის უნარი კრემლს არ აქვს და ეს სხვა არაფერია სიგიჟის გარდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

 

„სახეზეა რუსეთის უკვე ღიად დემონსტრირებული სისუსტე. ეს არის სისუსტე, რომელიც თვეებია გამოვლინდა საბრძოლო მოქმედებებში, ეკონომიკის სისუსტე და იზოლაცია ყველა მიმართულებით. მობილიზაცია, რომელსაც ნაწილობრივი უწოდეს აჩვენებს, თუ რამდენად არარაციონალურია რუსეთის ხელისუფლება. პირველი და უმთავრესი შეცდომა იყო უკრაინაში შეჭრა, რაც გვაჩვენებს, რომ სიტუაციის ობიექტური აღქმის უნარი კრემლს არ აქვს და ეს სხვა არაფერია სიგიჟის გარდა. სიგიჟის მეორე გამოვლინება მობილიზაციის გამოცხადებაა, რასაც რუსეთის მოქალაქეების არა ომში წასვლა, არამედ ქვეყნის ყველა გზით დატოვების საფუძველი გახდა. ეს არ არის დასასრულის დასაწყისი. ეს არის პუტინის დასასრული“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner