უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტართან გასვლით შეხვედრაში 2-1 გაიმარჯვა.
მატჩის მე-19 წუთზე თავისივე გამომუშავებული 11-მეტრიანი დარტყმით ანგარიშ ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, ხოლო მეორე გოლი 48-ე წუთზე გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.