თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამს.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ მზად ვართ, დავაკისროთ რუსეთს დამატებითი მძიმე ეკონომიკური ხარჯები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად იმ ქმედებების საპასუხოდ, რომელსაც ამჟამად ვხედავთ, თუ ისინი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამენ“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.