logo_geo
eng_logo
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
- +

27 სექტემბერი. 2022. 01:37

 

 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ერთად გაიხსენეს.

 

მდუმარე აქციას, რომელსც სანთლებით  ,,ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები” ეწერა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ზუგდიდის მერთან ერთად ესწრებოდნენ.

 

ზუგდიდის მერის განცხადებით, აფხაზი დებისა და ძმებისთვის, შეკრებილების მთავარი გზავნილი, ერთად მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებაა.

 

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ  დღიდან 29 წელი გავიდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner