კანადა სანქციებს დაუწესებს 22 წლის ქურთი ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის ირანის ე.წ. მორალურ პოლიციას და მის ხელმძღვანელობას. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ირანი უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს, ახლა ჩვენ ვხედავთ ამას მაჰსა ამინის გარდაცვალებით და პროტესტების ჩახშობით. დღეს მე ვაცხადებ, რომ ჩვენ დავუწესებთ სანქციებს ათობით ფიზიკურ პირსა და კომპანიას, მათ შორის ირანის ე.წ. მორალის პოლიციას“, – განაცხადა ტრიუდომ.
ცნობისთვის, 22 წლის სტუდენტი მაჰსა ამინი პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. ქალი გათავისუფლების შემდეგ 3 დღეში გარდაიცვალა. ხელისუფლების ვერსიით, მას გულის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ, ნათესავები ამბობენ, რომ მაჰსას გულის პრობლემები არასოდეს ჰქონია და ის პოლიციაში სასტიკად სცემეს. მათივე თქმით, სწორედ ამას მოჰყვა ქალის გარდაცვალება.