logo_geo
eng_logo
ვალერი ზალუჟნი: როდესაც დაიწყო რუსეთის შემოჭრა, უკრაინელ სამხედროებს ორი სტრატეგიული მიზანი ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის დაცვაში
- +

27 სექტემბერი. 2022. 01:55

 

 

 „24 თებერვლის დილით, როდესაც დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრა, უკრაინელ სამხედროებს ორი სტრატეგიული მიზანი ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის დაცვაში“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

 

„სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ზალუჟნიმ ინტერვიუში სათაურით „უკრაინის კონტრშეტევის შიგნით, რომელმაც ომის ტალღა შეცვალა“.

 

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება არ იქნება საბოლოო, მაგრამ იქნება მზადება მომავალი ომისთვის.

 

„რაც მე ვიცი, პირველ რიგში, რუსების შესახებ, ჩვენი გამარჯვება საბოლოო არ იქნება... ჩვენი გამარჯვება იქნება შესაძლებლობა, ამოვისუნთქოთ და მოვემზადოთ შემდეგი ომისთვის“, - განაცხადა გენერალმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner