logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: მიდის ნადირობა კეზერაშვილის კრიმინალურ ფულზე მათი მხრიდან
- +

27 სექტემბერი. 2022. 16:13

 

 

„სიბინძურე, რომლის დანერგვასაც საზოგადოებაში ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“, საბოლოოდ საკუთარ პარტიაში დანერგა - ეს არის სიძულვილი, ბოღმა, შუღლი, დაპირისპირება ერთმანეთში და მეორე მხრივ, მიდის ნადირობა კეზერაშვილის კრიმინალურ ფულზე მათი მხრიდან,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„ფაქტია, რომ ამ ადამიანებს მატერიალური კეთილდღეობის იქით, არანაირი ინტერესები არა აქვთ. და ორმაგი სტანდარტები, როდესაც ამბობენ, რომ თურმე კეზერაშვილი ოლიგარქი არ არის მათთვის, როდესაც, პირიქით, როდესაც კეზერაშვილი ოლიგარქის ყველაზე მარტივ კრიტერიუმებშიც კი აბსოლუტური სტატუსით არის“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner