logo_geo
eng_logo
კასპში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

27 სექტემბერი. 2022. 16:17

 

 

სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით კასპში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ომის ვეტერანები, საქართველოს ეროვნული  გვარდიის კასპის ბატალიონის ყოფილი მებრძოლები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები  და პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

 

1993 წლის 27 სექტემბერი  არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე.  კასპის ბატალიონმა ომში 15 მებრძოლი დაკარგა, მათ შორის  8 კასპელი იყო.

 

ომის შედეგად საქართველომ მიიღო 300 000 დევნილი, 10 000-ზე  მეტი გარდაცვლილი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გასწორებული ქართული სოფლები...

 

სამარადისო დიდება სამშობლოსთვის შეწირულ გმირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner