თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა, რომ აშშ მიესალმება რუსებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის არაპოპულარული ომისგან.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ განურჩევლად მათი ეროვნებისა, მათ შეუძლიათ მოითხოვონ თავშესაფარი შეერთებულ შტატებში და მათი განცხადებები განხილული იქნება ცალკეული შემთხვევის საფუძველზე“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.