ჯამბულ გამცემლიძე „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოკლულ ბუტა რობაქიძეს იხსენებს.
„დღეს ბუტას დაბადების დღეა, პირველი მსხვერპლი ნაცხროვის სისასტიკისა...
31 წლის გახდებოდა, მაშინ ,როცა კრიმინალი ნაცონალები გადაშენდნენ ხელისუფლებიდან, დღეს კიდევ ხელისუფლებაში დაბრუნებას ითხოვენ, იმიტომ, რომ მათ ჯერ კიდევ პასუხი არ უგიათ ამ პირტიტველა ახალგაზრდის მკვლელობისათვის...
ნათელი შენ სულს ბუტა..."- წერს გამცემლიძე.
ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან საპატრულო პოლიციის გასროლას ემსხვერპლა.