უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღიც კი ვერ შეაჩერებს უკრაინელებს თავიანთი მიწის დაცვაში.
„თუ მსოფლიო თანამეგობრობის, NATO-ს ქვეყნების მხრიდან ასეთ გაბედულ თავდასხმაზე პასუხი არ იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიცავთ ჩვენს მიწას. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ვერავინ შეგვიშლის ხელს: ვერც პუტინი და ვერც მისი ჯარები. ეს არაერთხელ დადასტურდა“, - აღნიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
22 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა იცის, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგები დადგება.