შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა, სავარაუდოდ, დივერსიაა.
„ჩვენ გვაქვს სადაზვერვო მონაცემები, თუმცა ასევე მივიღეთ ინფორმაცია დანიიდან და ამის საფუძველზე დავასკვენით, რომ ეს, ალბათ, მიზანმიმართული ქმედებაა. სავარაუდოდ, საუბარია დივერსიაზე. საუბარი არ არის შვედეთის ან დანიის ტერიტორიაზე თავდასხმაზე. თუმცა, მთავრობა ძალიან სერიოზულად ეკიდება მომხდარს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენს სიახლოვეს უსაფრთხოების ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით“, - აღნიშნა შვედეთის პრემიერმა.
„ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის გაზსადენმა, რომელიც რუსეთს გერმანიასთან ბალტიის ზღვის გავლით აკავშირებს, ორ წერტილში გაჟონა. გუშინ კი მსგავსი გაჟონვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად არცერთი მათგანი არ მუშაობს.