logo_geo
eng_logo
ზელენსკი: რუსეთს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვს
- +

28 სექტემბერი. 2022. 01:11

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ადასტურებს, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, ბირთვული იარაღი ჰქონდეს და ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული უნდა იყოს.

 

„ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა რუსი ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტების მუდმივ ნარატივად იქცა. ეს ადასტურებს, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, ბირთვულ იარაღს ფლობდეს, რადგან მას არ შეუძლია მსოფლიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

22 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა იცის, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგები დადგება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner