საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ფილიპიში არქეოლოგებმა ახალგაზრდა ჰერაკლეს უზარმაზარი ქანდაკება იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა Arkeonews წერს.
ქანდაკება ძვ. წ. II საუკუნით თარიღდება და საკმაოდ კარგად არის შენახული.
მეცნიერების ვარაუდით, ახალგაზრდა ჰერაკლეს ქანდაკება ჩვ. წ. VIII-IX საუკუნეებში შადრევანს ამშვენებდა. მათივე თქმით, აღმოჩენა ადასტურებს, რომ ბიზანტიის იმპერიაში წინაქრისტიანული ხანის ქანდაკებები საზოგადოებრივი სივრცეების მოსართავად გამოიყენებოდა.