დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა მიზანმიმართული ქმედებებით იყო გამოწვეული.
„ახლა [დანიის] ხელისუფლების მკაფიო შეფასებაა, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედებები. ეს არ იყო უბედური შემთხვევა. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს ამ ქმედების უკან“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
„ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის გაზსადენმა, რომელიც რუსეთს გერმანიასთან ბალტიის ზღვის გავლით აკავშირებს, ორ წერტილში გაჟონა. გუშინ კი მსგავსი გაჟონვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად არცერთი მათგანი არ მუშაობს.