რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში 100-წლიანი ისტორიის მქონე პარკის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.
პარკში, წლების განმავლობაში, სრულად იყო მოშლილი ინფრასტრუქტურა, რაც პრობლემებს უქმნიდა გურჯაანის მოსახლეობას. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტს სრულად კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატა. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ და კულტურულ სივრცეებად დაიყო და საზოგადოების თავშეყრისა და სპორტულ-კულტურული ღონისძიებების ჩატარების აქტიურ ადგილად იქცა