logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: თუ არ გვექნება სათანადო რეაქცია უკრაინაში რუსეთის სასტიკ შეჭრაზე, ჩვენი უსაფრთხოებაც შეირყევა
- +

28 სექტემბერი. 2022. 12:15

 

 

„NATO უკრაინას უწევს დახმარებას და ეს ომში მონაწილეობას არ ნიშნავს. პუტინს სურს წარმოაჩინოს, რომ ეს არის ომი რუსეთს და NATO-ს, დასავლური სამყაროს შორის. ეს არ არის NATO-სა და რუსეთს შორის ომი. ეს არის რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

მისი თქმით, NATO-ს ამოცანა მშვიდობის უზრუნველყოფაა.

 

„გაუმართლებელი აგრესია მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ არ გვექნება სათანადო რეაქცია რუსეთის სასტიკ შეჭრაზე უკრაინაში, არამარტო უკრაინისთვის გაიზრდება საფრთხე, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც შეირყევა. პუტინის და ყველა ავტორიტარული ლიდერისთვის ეს იქნება ნიშანი იმის, რომ თუ ისინი გამოიყენებენ სამხედრო ძალას, დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს ისინი მიიღებენ იმას, რაც სურთ. ეს ცუდია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე ცუდი ჩვენთვისაც. ამიტომ ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას. რუსეთი ენერგორესურსებს იყენებს პოლიტიკურ იარაღად, ენერგორესურსებს იყენებს სამხედრო კონფლიქტის დროს ინსტრუმენტად. გაზრდილია ფასები ენერგორესურსებზე, გაზრდილია ინფლაცია. პირველი და უმთავრესი გზავნილი უკრაინის ძლიერი მხარდაჭერაა. მეორე გზავნილია - გავაკეთოთ ყველაფერი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ის ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს ცუდია და არის უკრაინელი ხალხის ტრაგედია, მაგრამ რა თქმა უნდა ფართომასშტაბიანი ომი NATO-სა და რუსეთს შორის კიდევ უფრო ცუდი იქნება. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ევროპაში ფართომასშტაბიანი ომი. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან NATO-ს წევრები არ არიან ომის მონაწილეები. ჩვენ უკრაინას ვეხმარებით დაიცვას საკუთარი ტერიტორია, რისი უფლებაც ქვეყანას გაეროს წესდების მიხედვით აქვს. NATOს ჯარები არ დგანან უკრაინაში, NATO-ს თვითმფრინავები არ არიან ჰაერში. NATO უკრაინას უწევს დახმარებას და ეს ომში მონაწილეობას არ ნიშნავს. პუტინს სურს წარმოაჩინოს, რომ ეს არის ომი რუსეთს და NATO-ს, დასავლური სამყაროს შორის. ეს არ არის NATO-სა და რუსეთს შორის ომი. ეს არის რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. თავიდან უნდა ავიცილოთ კონფლიქტის ესკალაცია NATO-ს ტერიტორიაზე რუსეთისთვის ძალიან მკაფიო სიგნალის გაგზავნით. თუ აგრესია განხორციელდება NATO-ს წევრ ქვეყანაზე, მაშინ ეს გამოუწვევს ალიანსის პასუხისმგებლობას. ჩვენ გავზარდეთ NATO-ს სამხედრო ძალების რაოდენობა განსაკუთრებით აღმოსავლეთით. ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის გამოსაწვევად, არამედ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. NATO-ს ამოცანა მშვიდობის უზრუნველყოფაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner