logo_geo
eng_logo
შსს-მ ყაზბეგში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა
- +

24 აგვისტო. 2016. 10:08


 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ბ. სტეფანწმინდის გამშვებ პუნქტში დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ. ბ. 2014 წელს აღიარებული იქნა ე.წ. კანონიერ ქურდად. დაკავებულს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდა და სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სტეფანწმინდის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.


გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner