logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე თეთრი სახლის განცხადებაზე: ძალიან საინტერესოა, თუ რა პასუხი აქვთ ამ განცხადებაზე ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს, სამოქალაქო სექტორს და კონკრეტულად სახალხო დამცველს
- +

28 სექტემბერი. 2022. 12:56

 

 

„თეთრი სახლის ამ განცხადებას და საწინააღმდეგო მოსაზრების შემთხვევაში თქვან, კონკრეტულად, რაში არ ეთანხმებიან და რაც მთავარია, დაასაბუთონ, თუ რატომ არ უერთდებიან ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გია გაბრიჭიძე თეთრი სახლის განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ მიესალმება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის ომისგან თავშესაფარს ითხოვენ.

 

„ძალიან საინტერესოა, თუ რა პასუხი აქვთ ამ განცხადებაზე ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს, სამოქალაქო სექტორს და კონკრეტულად სახალხო დამცველს. ნამდვილად არ არის საინტერესო მათი „ბლია-ბლია-ბლია“ ხელისუფლების უმოქმედობაზე და რაღაც ყალბი პათეტიკურობით შეფუთული სიტყვების რახარუხი. თუ შეუძლიათ კონკრეტული შეფასება მისცენ თეთრი სახლის ამ განცხადებას და საწინააღმდეგო მოსაზრების შემთხვევაში თქვან, კონკრეტულად რაში არ ეთანხმებიან და რაც მთავარია, დაასაბუთონ, თუ რატომ არ უერთდებიან ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს. გთხოვთ, არ ჩამითვალოთ ინტრიგნობაში და იმ მეთოდის გადმოღებაში, რითაც ისინი სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის დროს ცდილობდნენ საზოგადოების და ხელისუფლების დაშანტაჟებას“, - წერს გაბრიჭიძე ფეისბუქზე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner