logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: მსოფლიოს არცერთი ქვეყანა საზღვრის არდაკეტვის გამო მთავრობის ბულინგს არ ახორციელებს
- +

28 სექტემბერი. 2022. 13:19

 

 

„რადიკალურ ოპოზიციას ბუზის სპილოდ ქცევის მორიგი მცდელობა აქვს, ბოლო დროს ლარსის სასაზღვრო პუნქტზე რუსეთის მოქალაქეების მოზღვავება შეინიშნება, ოპოზიციისთვის აღნიშნული ფაქტი საკმარისია, რათა მათ საზღვრის დროებითი ჩაკეტვა მოითხოვონ, ხოშტარია აქციას გეგმავს, სხვები კი განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც კი გართულების გარეშე იღებენ:

 

„შსს-მ ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკაზე დაყრდნობით ნათლად ჩანს, რომ რუსეთიდან შემოსულ და რუსეთში გასულ ადამიანთა შორის უმნიშვნელო სხვაობაა, სამწუხაროდ, ოპოზიცია მხოლოდ იმას ხედავს, რაც ლარსის მეორე მხარეს ხდება, ხოლო ნაკადს, რომელიც საქართველოდან გადის, არ იმჩნევს.

 

რაც შეეხება საზღვრის დაკეტვას და რუსი მოქალაქეების არშემოშვებას, აღნიშნული საკმაოდ სენსიტიური თემაა, რადგან შემომსვლელთა შორის დიდი ნაწილი ეთნიკური ქართველია, ნაწილი კი საქართველოს ტრანზიტისთვის იყენებს და მესამე ქვეყანაში გადის. რუსეთის მოქალაქეების შედინება, ასევე, გაიზარდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ შორის ფინეთსა და ესტონეთში. გერმანია ღიად აცხადებს, რომ ისინი დიდი სიხარულით მიიღებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის რეჟიმს გამოექცნენ. თეთრი სახლი საკუთარი განცხადებით გვატყობინებს, რომ „აშშ მიესალმება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის არაპოპულარული ომისგან თავშესაფარს ითხოვენ“.

 

მსოფლიოს არცერთი ქვეყანა საზღვრის არდაკეტვის გამო მთავრობის ბულინგს არ ახორციელებს, მათი ცალსახა პოზიციაა, რომ მიიღეთ რუსები, რადგან ისინი რეჟიმის მსხვერპლნი არიან (აშშ, გერმანია და ა.შ.). ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც კი რუსეთის მოქალაქეებს გართულების გარეშე იღებენ!

 

P.S. საინტერესოა, ხოშტარია აქციის ხარჯებს რუსული რუბლებით დაფარავს თუ „კეზერას“ დოლარებით“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner