logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ამერიკა და ევროკავშირი მიესალმებიან რუსეთიდან ადამიანების მიგრაციას, ომის და ღალატის პარტია და მისი განაყოფები კი ჯიუტად ითხოვენ საზღვრის ჩაკეტვას
- +

28 სექტემბერი. 2022. 13:19

 

 

„ამერიკა და ევროკავშირი მიესალმება რუსეთიდან ადამიანების მიგრაციას, მათ სურვილს გაექცნენ პუტინის ომს და არ დახოცონ უკრაინელი ბავშვები, ქალები, მოხუცები და ჯარისკაცები. რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები კი ჯიუტად ითხოვენ საზღვრის ჩაკეტვას, როგორც ჩანს, ახლა ასეთია რუსეთის დავალება და მეხუთე კოლონაც ცდილობს, ზედმიწევნით შეასრულოს“, -  ამ სიტყვებით ეხმაურება თბილისის საკრებულოს წვერი ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციის მოთხოვნას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი ნაკადის შემოსვლასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვას.

 

ვლადიმერ ბოჟაძე „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მიერ დღეს ლარსის საზღვართან დაანონსებულ აქციას სამარცხვინო სანახაობას უწოდებს და ამბობს, რომ ხოშტარია ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან პროვოკაციის მოწყობას გეგმავს.

 

როგორც ბოჟაძე ამბობს, ელენე ხოშტარიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ქართული ჯარისთვის მოპარული და ბიზნესისთვის წართმეული ფულით აფინანსებს.

 

„ამერიკა და ევროკავშირი მიესალმება რუსეთიდან ადამიანების მიგრაციას, მათ სურვილს გაექცნენ პუტინის ომს და არ დახოცონ უკრაინელი ბავშვები, ქალები, მოხუცები და ჯარისკაცები. რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები კი ჯიუტად ითხოვენ საზღვრის ჩაკეტვას, როგორც ჩანს ახლა ასეთია რუსეთის დავალება და მეხუთე კოლონაც ცდილობს ზედმიწევნით შეასრულოს, იქნებ ამან გამოიწვიოს გარკვეული პროვოკაცია და რუსეთმა მეორე ფრონტი გახსნას საქართველოში. რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტით ფულით, ასევე კეზერაშვილის ქართული ჯარისთვის მოპარული და ბიზნესისთვის წართმეული ფულით დაფინანსებული ელენე გავრილოვნა ხოშტარია დღეს კიდევ ერთი სამარცხვინო სანახაობის და პროვოკაციის მოწყობას აპირებს ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, თუმცა, ამჯერადაც არაფერი გამოუვა. რამდენი ტყუილი და დეზინფორმაცია არ უნდა გაავრცელოს ხოშტარიამ, საქართველოს უსაფრთხოება სრულად დაცულია, ამას ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები და პარტნიორი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რადიკალურ ოპოზიციას კი ვერც კეზერაშვილის და ვერც სააკაშვილის დახარჯული მილიონები იხსნის გარდაუვალი მარცხისგან, იმ მარცხისგან, რომელიც 10 წელია შეაჩვია ქართველმა ხალხმა!“ - წერს ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner