„გიგა ბოკერიამ ჯერ ილია ჭავჭავაძის სურათი ჩამოხსნას, გამოკიდებული რომ აქვს, ჰგონია, არ ვიცით, რაშია საქმე. ნეოლიბერალად რომ გამოაცხადეს ილია ჭავჭავაძე - უაპელაციოდ. რაღაცებს რომ ვითმენთ, გასაგებია, მაგრამ ბოკერია და ილიელი, ცოტა სასაცილოა“, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში.
სანიკიძის თქმით, მსოფლიოში ბოკერიას „მოძღვრება უკვე დამთავრდა“.
„არ ვარ დაკავებული, გიგა ბოკერიას რა აწუხებს, რა უფრთხობს ძილს, კი ვიცი, რაც უფრთხობს - მისი მოძღვრება დამთავრდა მსოფლიოში უკვე და ეს ანერვიულებს მას“, - აცხადებს სანიკიძე.